მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი წარმოების კომპანიების უახლესი ტექნოლოგიებით, რომელსაც გააჩნია კვლევის წარმოების სრული ავტომატიზაცია.ლაბორატორიაში საკვლევი მასალის აღება ხდება დახურული ვაკუუმური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მასალის მიღებას. ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს პაციენტის და მათი მასალების უნიფიცირებას ბარკოდებით.
მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა- და ხარისხის გარანტიას. ლაბორატორიაში ხორციელდება, მუდმივი გარე და შიდა ხარისხის კონტროლი.
ვიზიტის დაჯავშნა
ჰოსპიტალი გთავაზობთ სრული კვლევის ჩატარებას, 24 საათიან რეჟიმში, შემდეგი მიმართულებებით:
ბაქტერიოლოგია ( სისხლის სტერილობა, ანტიბიოტიკოგრამა, შარდის ბაქტერიოლოგია, სოკოზე და ვირუსებზე გამოკვლევა);
ციტოლოგიური ( ნებისმიერი ბიოლოგიური მასალის ციტოლოგიური კვლევა, ონკოლოგიური დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა, ექსპრეს–ტესტები);
ჰისტოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური, გენეტიკური და მოლეკულური კვლევები.
შარდის ანალიზი
ლაბორატორია «მედცენტრი» ატარებს ურინისა და ფეკალიების ანალიზების ფართო სპექტრს, რაც თამაშობს კრიტიკულ როლს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებასა და მრავალი დაავადების დიაგნოსტიკაში. ურინის (შარდის) ანალიზი იძლევა არამხოლოდ საშარდე გზების ინფექციებისა და თირკმლების დაავადებების გამოვლების საშუალებას, არამედ ელექტროლიტების დონის შეფასების, ორგანიზმში წყლისა და მარილების ბალანსის დარღვევის გამოვლენის, აგრეთვე დიაბეტისა და სხვა მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტირების საშუალებასაც. ფეკალიების კვლევა მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ინფექციების გამომწვევი პათოგენის გამოსავლენად, ასევე საჭმლის მონელების სისტემის შესაფასებლად და ფარული სისხლის აღმოსაჩენად, რაც შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ დაავადებებზე, მათ შორის კიბოზე. მაღალკვალიფიციური პერსონალი და ლაბორატორიის თანამედროვე აპარატურა უზრუნველყოფს შედეგების სიზუსტესა და საიმედოობას.
ვიზიტის დაჯავშნა
ჩვენი ჰოსპიტალის უპირატესობა
ადგილმდებარეობა
პაციენტისთვის წინასწარი ჩაწერის სისტემა
ყველა სახის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
ულტრათანამედროვე აპარატურა
მაღალკვალიფიციური პერსონალი
სასიამოვნო გარემო
ჩვენი ექიმები
მემედ ჯინჭარაძე
ონკოლოგიის და ონკოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ონკოქირურგი, მამოლოგი, მედიცინის დოქტორი
კახაბერ ქაშიბაძე
ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგიის განყოფილების უფროსი, ტრანსპლანტაციის სამსახურის უფროსი
მერაბ მიქელაძე
სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგი, ანგიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
როსტომ ხალვაში
უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო-უროლოგი
დავით ცეცხლაძე
რადიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი
ზურაბ ჩიხლაძე
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი ქირურგიის სამსახურის უფროსი, ონკოლოგი, ზოგადი ქირურგი