ენა
ჩვენს შესახებ
სერვისები
ჩვენი ექიმები
სიახლეები
კონტაქტები
ცხელი ხაზი 24/7 +995 596 22 60 60
ვიზიტის დაჯავშნა

მედცენტრის ღვიძლის ტრანსპლანტაციის განყოფილება

მედცენტრში ფუნქციონირებს ქვეყნის მაშტაბით წამყვანი ღვიძლის ტრანსპლანტაციის განყოფილება, რომელიც ამ სფეროში წარმატებული მუშაობის 10 წელს ითვლის
ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულია საქართველოში პირველი ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რითაც საფუძველი ჩაეყარა ღვიძლის ტერმინალური დაზიანების დროს ტრანსპლანტაციის გზით მკურნალობას
ვიზიტის დაჯავშნა
ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მიერ ჩატრებულია 100- ზე მეტი ღვიძლის წარმატებული ტრანსპლანტაცია ცოცხალი დონორისაგან, რამაც შეგვიქმნა  დარგში წამყვანი ცენტრის რეპუტაცია რეგიონის მასტაბით. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინსტრუმენტული და ლაბორატორიული ტექნიკით, რაც გვაძლევს საშუალებას პრე და პოსტოპერაციული კვლევები ჩავატაროთ მაღალ დონეზე

პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე ხელმძღვანელობს ტრანსპლანტაციის გუნდს

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას მკურნალობის ყველა ეტაპზე, როგორც პრეოპერაციული მომზადებისას, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. პაციენტები კომფორტულ საპალატე სივრცეში გადიან მკურნალობას

ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო მოღვაწეობაში. ვაქვეყნებთ სტატიებს წამყვან სამედიცინო ჟურნალებში და ვმონაწილეობთ მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმებში, ვაკეთებთ მოხსენებებს  ჩვენი ცენტრის ნოვატორული მიღწევების შესახებ

ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვგეგმავთ საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარებას, წლის ბოლოსათვის კი საქართველოში პირველად დონორის ლაპაროსკოპიულ ჰეპატექტომიას, რაც  მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება როგორც ოპერაციის დროის შემცირების, ასევე პოსტოპერაციული რეაბილიტაციის მხრივ

მედცენტრი რჩება სამედიცინო ინოვაციების წინ ხაზზე, ისწრაფვის მიაწოდოს პაციენტებს მკურნალობა და მზრუნველობა ყველაზე მაღალი  სტანდარტით
ჩვენი ჰოსპიტალის უპირატესობა
  • ადგილმდებარეობა
  • პაციენტისთვის წინასწარი ჩაწერის სისტემა
  • ყველა სახის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
  • ულტრათანამედროვე აპარატურა
  • მაღალკვალიფიციური პერსონალი
  • სასიამოვნო გარემო
ჩვენი ექიმები
  • მემედ ჯინჭარაძე
    ონკოლოგიის და ონკოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ონკოქირურგი, მამოლოგი, მედიცინის დოქტორი
  • კახაბერ ქაშიბაძე
    ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგიის განყოფილების უფროსი, ტრანსპლანტაციის სამსახურის უფროსი
  • მერაბ მიქელაძე
    სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგი, ანგიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
  • როსტომ ხალვაში
    უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო-უროლოგი
  • დავით ცეცხლაძე
    რადიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი
  • ზურაბ ჩიხლაძე
    პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი ქირურგიის სამსახურის უფროსი, ონკოლოგი, ზოგადი ქირურგი
ყველა ექიმი
ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება!
კონტაქტები
ა.პუშკინის N118-120 ქუჩა ბათუმი
+995 596 22 60 60
0422 22 60 60
info@medcenter.ge