მამოლოგიის განყოფილება მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში “მედცენტრი” სთავაზობს თავის პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს. განყოფილება აღჭურვილია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნიკალური ტექნიკითა და მეთოდებით, რომლებიც საქართველოში, მხოლოდ ჩვენს ჰოსპიტალშია. ჩვენ ვიყენებთ უახლეს აპარატურას ჩვენი პაციენტებისთვის საუკეთესო მოვლის უზრუნველსაყოფად. განყოფილება ფუნქციონირებს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მამოლოგისა და ონკოლოგის ექიმ თემურ გოგიტიძის ხელმძღვანელობით. მამოლოგიის დარგში ექსპერტად აღიარებული ექიმი გოგიტიძე ასწავლის კოლეგებს სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მოწინავე მეთოდებს. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საუკეთესო მკურნალობა და მოვლა.
ვიზიტის დაჯავშნა
მომსახურება
ჩვენს ექიმ-მამოლოგებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და ისინი მზად არიან გაგიწიოთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია სარძევე ჯირკვლის დაავადებებთან. ჩვენი სპეციალისტები ატარებენ ზუსტ დიაგნოსტიკას და აქვთ უნიკალურ შემთხვევებთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას და ყურადღებას თითოეულ პაციენტს, მათ შორის ბავშვის ძუძუთი კვების დროს სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ჩვენ აღჭურვილები ვართ General Electric-ის უახლესი მამოგრაფით, რომელიც უზრუნველყოფს დასხივების მინიმალურ დოზას და დიაგნოსტიკის მაქსიმალურ სიზუსტეს. მამოგრაფია ტომოსინთეზით იძლევა მოცულობითი 3D გამოსახულების შექმნის საშუალებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პათოლოგიების ადრეული აღმოჩენის შანსებს. ეს არის დიაგნოსტიკის პირველი მეთოდი 40 წელზე უფროსი ასაკის ქალბატონებისთვის და სიმპტომების არსებობის დროს.
სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა – ეს არის დიაგნოსტიკის უსაფრთხო, უმტკივნეულო და მაღალი სიზუსტის მქონე მეთოდი, რომელიც იძლევა ადრეულ სტადიებზე სხვადასხვა პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას. ჩვენი ულტრაბგერითი აპარატები აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ზუსტ შედეგებს და მოლოდინის მინიმალურ დროს. ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომი ელასტოგრაფია იძლევა ქსოვილების სიმკვრივის განსაზღვრის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ავთვისებიანი პროცესების დიაგნოსტიკას.
ჩვენი სპეციალისტები ატარებენ ყველა სახის ბიოფსიას, მათ შორის წვრილნემსიან, COR-ბიოფსიასა და ვაკუუმ-ბიოფსიას. ეს მეთოდები იძლევა დაავადებების ზუსტად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მინიმალური ჩარევებით ჩატარების საშუალებას.
ჩვენ გთავაზობთ ვაკუუმ- ბიოფსიას და რეზექციას (VAB) – სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების და სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდს. პროცედურა იკავებს მხოლოდ 10-15 წუთს, ტარდება ნარკოზის გარეშე და არ ტოვებს ჭრილობას და ნაწიბურებს. ვაკუუმ რეზექცია ინარჩუნებს სარძევე სადინარებსა და მკერდის ფორმას, უზრუნველყოფს პაციენტების ფსიქოლოგიურ კომფორტს. ეს მეთოდი არ მოითხოვს სტაციონარულ მკურნალობას და ხშირად არის ოპერაციის სრული შემცვლელი.
ჩვენი გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის კიბოს მედიკამენტოზური მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიას. ჩვენი პაციენტები იღებენ მკურნალობას მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში გამოცდილი ონკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. თავის კანის გაგრილების სისტემის (Scalp Cooling) გამოყენება იძლევა თმის შენარჩუნების საშუალებას ქიმიოთერაპიის დროს და ჩვენ პირველები ვართ საქართველოში და ერთადერთები აჭარაში, ვინც გთავაზობთ აღნიშნულ მომსახურებას. ჩვენს კლინიკაში შექმნილია ყველა პირობა პაციენტების კომფორტისთვის: მოსახერხებელი სავარძლები, პირადი სივრცე, მაჩვენებლების მონიტორინგი უახლესი მოწყობილობებით და წამლების მომზადების მაქსიმალურად ზუსტი და უსაფრთხო სისტემა.
ჩვენი ვასრულებთ ყველა სახის ოპერაციას სარძევე ჯირკვალზე, მათ შორის პლასტიკურ ქირურგიასაც. ჩვენი ქირურგები მუშაობენ არა მხოლოდ სიმსივნის მოცილებაზე, არამედ იმაზეც, რომ მიანიჭონ ნაოპერაციებ მკერდს ესთეტიკური იერსახე. ონკოპლასტიკური ოპერაციები ტარდება მაქსიმალური ზრუნვით სარძევე ჯირკვლის გარეგნულ იერსა და ფუნქციონალურობაზე. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგი მინიმალური დანაკარგებით პაციენტებისთვის, გავაერთიანოთ კიბოს სიმსივნეების მოცილება და ორგანიზმის დაუყოვნებლივი აღდგენა.
ჩვენი ჰოსპიტალის უპირატესობა
ადგილმდებარეობა
პაციენტისთვის წინასწარი ჩაწერის სისტემა
ყველა სახის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
ულტრათანამედროვე აპარატურა
მაღალკვალიფიციური პერსონალი
სასიამოვნო გარემო
ჩვენი ექიმები
მემედ ჯინჭარაძე
ონკოლოგიის და ონკოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ონკოქირურგი, მამოლოგი, მედიცინის დოქტორი
კახაბერ ქაშიბაძე
ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგიის განყოფილების უფროსი, ტრანსპლანტაციის სამსახურის უფროსი
მერაბ მიქელაძე
სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგი, ანგიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
როსტომ ხალვაში
უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო-უროლოგი
დავით ცეცხლაძე
რადიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი
ზურაბ ჩიხლაძე
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი ქირურგიის სამსახურის უფროსი, ონკოლოგი, ზოგადი ქირურგი