ენა
ჩვენს შესახებ
სერვისები
ჩვენი ექიმები
სიახლეები
კონტაქტები
ცხელი ხაზი 24/7 +995 596 22 60 60
ვიზიტის დაჯავშნა

პლასტიკური ქირურგია

ჩვენი კლინიკის ბაზაზე წარმატებულად ფუნქციონირებს პლასტიკური ქირურგიის მიმართულება, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი სპეციალისტი თეიმურაზ ქობულაშვილი. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი პაციენტები იღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას და ყურადღებიან დამოკიდებულებას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით და მივისწრაფვით უწყვეტი განვითარებისკენ, რათა უზრუნველვყოთ თქვენთვის საუკეთესო შედეგები და მაქსიმალური კომფორტი.
ვიზიტის დაჯავშნა
ჩვენი მიზანი არ არის ადამიანის საოპერაციოში შეყვანა, არამედ ჩვენი მიზანია თავიდან ავარიდოთ ადამიანს საოპერაციოში მოხვედრა, თუ ოპერაცია ბედნიერებას და სიხარულს არ მოუტანს!
  • პლასტიკური ქირურგია
    ეს არის სერიოზული და აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება, რომლის მიღება არ ღირს ნაჩქარევად. ჩვენი მიზანია – არა უბრალოდ ოპერაციის ჩატარება, არამედ ისეთი შედეგის მიღება, რომ სხვა ექიმებსაც შეშურდეს! ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ შედეგზე, არამედ თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. ჩვენ ხელს ვკიდებთ მხოლოდ ნამდვილად აუცილებელ შემთხვევებს, როდესაც ოპერაციას შეუძლია მხოლოდ რეალური სარგებლობის მოტანა. შესრულებული სამუშაოს ხარისხი აჭარბებს ყველა მოლოდინს ჩვენი ქირურგის მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით. ჩვენ ვიცავთ პაციენტის მოლოდინების იდეალიზაციის თავიდან არიდების პრინციპს, რათა უზრუნველვყოთ მართლა რეალური და კარგი შედეგები. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, ნახეთ ბევრი სურათი რეალური პაციენტევისა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საუკეთესო თქვენი ჯანმრთელობისთვისა და კეთილდღეობისთვის.
    ვიზიტის დაჯავშნა
  • თუ თქვენ მაინც მიიღეთ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შესახებ, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ შემდეგი მომსახურება:

    • კონსულტაცია გამოცდილ სპეციალისტებთან: თქვენი სურვილების დაწვრილებითი განხილვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და ოპტიმალური მეთოდის შერჩევა.
    • ქირურგიული მომსახურება: ოპერაციების ფართო სპექტრი.
    • პოსტოპერაციული დაკვირვება: პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მხარდაჭერა. ოპერაციის შემდეგ სწრაფი და კომფორტული აღდგენის უზრუნველსაყოფად.
    • ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: კონსულტაციები ფსიქოლოგებთან თქვენი ემოციური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
    ჩვენ ვიძლევით თქვენი ჯანრმთელობისა და თქვენი ბუნებრივი სილამაზის სრულყოფის მიმართ პროფესიული მიდგომისა და ზრუნვის გარანტიას.
    ვიზიტის დაჯავშნა
  • ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს ჩვენთან ყოფნის კომფორტულ პირობებსა და მომსახურების მაღალ დონეს. ჩვენი პალატები უზრუნველყოფს კომფორტს ,აღდგენისთვის ოპტიმალურ პირობებს. ჩვენი საოპერაციოები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც იძლევა ოპერაციების მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას. ჩვენ ასევე ვამაყობთ ჩვენი სერვისით: ყურადღებიანი და მზრუნველი პერსონალი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ თქვენი კლინიკაში ყოფნის თითოეულ ეტაპზე. თქვენი მყუდროება და ჯანმრთელობა – ჩვენი პრიორიტეტია.
    ვიზიტის დაჯავშნა
  • ჩვენს ცენტრში არაფერია შეუძლებელი: ჩვენ გვაქვს წვდომა ნებისმიერ თანამედროვე აპარატურაზე. თუმცა საუკეთესო შედეგების მისაღწევად საყურადღებოა არა მხოლოდ აღჭურვილობის დონე, არამედ ექიმების პროფესიონალიზმიც.
    ჩვენ გვესმის, რომ მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი და არა უბრალოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიების არსებობა. ჩვენი გუნდი იყენებს შემოწმებულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რათა უზრუნველყოს საუკეთესო საბოლოო შედეგი. თუ თქვენ ეძებთ მართლა ხარისხიან შედეგს, მაშინ თქვენ სწორ ადგილას მოხვედით.
    ვიზიტის დაჯავშნა
მომსახურება
ჩვენი ჰოსპიტალის უპირატესობა
  • ადგილმდებარეობა
  • პაციენტისთვის წინასწარი ჩაწერის სისტემა
  • ყველა სახის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
  • ულტრათანამედროვე აპარატურა
  • მაღალკვალიფიციური პერსონალი
  • სასიამოვნო გარემო
ჩვენი ექიმები
  • მემედ ჯინჭარაძე
    ონკოლოგიის და ონკოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ონკოქირურგი, მამოლოგი, მედიცინის დოქტორი
  • კახაბერ ქაშიბაძე
    ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგიის განყოფილების უფროსი, ტრანსპლანტაციის სამსახურის უფროსი
  • მერაბ მიქელაძე
    სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგი, ანგიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
  • როსტომ ხალვაში
    უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო-უროლოგი
  • დავით ცეცხლაძე
    რადიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი
  • ზურაბ ჩიხლაძე
    პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი ქირურგიის სამსახურის უფროსი, ონკოლოგი, ზოგადი ქირურგი
ყველა ექიმი
ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება!
კონტაქტები
ა.პუშკინის N118-120 ქუჩა ბათუმი
+995 596 22 60 60
0422 22 60 60
info@medcenter.ge